воскресенье, 22 февраля 2009 г.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. სამხრეთით საზღვარი გადის ჭანეთისა და შავშეთის ქედებზე და ემთხვევა საქართველოს და თურქეთის საზღავრს. აღმოსავლეთით საზღვრავს არსიანის, ხოლო ჩრდილოეთით აჭარა–იმერეთის (მესხეთის) ქედები. დასავლეთით აჭარა გადის შავ ზღვაზე. აჭარის ფართობია 2.9 ათასი კმ კვადრატი.
აჭარელს თუკი რამ აბადია, სტუმრის პატივისცემა დიდ ნეტარებად მიაჩნია. სტუმარს ხვთის კაცადა თვლის. თუ თვითონ არა აქვს რა, მეზობელთან გადავა და იმას გამოართმევს, ეს სირცხვილად არ მიაჩნია. რაც მეზობელს დასჭირდება, ისიც იმავე სითამამით გამოდის და სთხოვს: სტუმარს პატივი ვცე და ესა და ეს დამაკლდაო. აჭარაში პოპულარულია აჭარული ხაჭაპური. აჭარული ხაჭაპური ნავის ფორმისაა. ეტყობა მის ფორმაზე გავლენა ზღვასა და ნაოსნობის განვითარებას უნდა მოეხდინა.